მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 1 აგვისტოდან ჩვენი მომსახურებით სარგებლობა უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე საკურიერო სერვისი იმუშავებს 7 ქალაქში: გორი, ხაშური, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ფოთი. ახლო მომავალში ქალაქების რიცხვი რათქმაუნდა გაიზრდება. ქალაქის ასარჩევი USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის ფორმაშიც დაემატა.
რეგიონებში საკურიერო მომსახურების ღირებულება შეადგენს 10 ლარს ერთ რეისზე, ამანათების ზომის, წონისა და რაოდენობის მიუხედავად.
საკურიერო სერვისი რეგიონებში იმოქმედებს შაბათ-კვირას. ინვოისის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურება გათვალისწინებული არ არის.
პარასკევს მიიღებთ შეტყობინებას ქალაქების მიხედვით, თუ სად და როდის გაჩერდება საკურიერო მანქანა. ამანათის ასაღებად საჭიროა მომხმარებლის ორიგინალი პირადობის მოწმობა და ასევე იმ ადამიანის ორიგინალი პირადობა ვის სახელზეც არის ჩამოსული ამანათი.
USA2GEORGIA-ს გუნდი მუშაობს აღნიშნული სერვისის დასახვეწათ რათა კიდევ უფრო კომფორტული გახდეს ჩვენთან თანამშრომლობა.
Monday, August 2, 2010
Monday, July 26, 2010
Thursday, July 22, 2010
USA2GEORGIA უკვე რეგიონებში
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 1 აგვისტოდან ჩვენი მომსახურებით სარგებლობა უკვე რეგიონებშიც იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე საკურიერო სერვისი იმუშავებს 7 ქალაქში: გორი, ხაშური, ქუთაისი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ფოთი. ახლო მომავალში ქალაქების რიცხვი რათქმაუნდა გაიზრდება. ქალაქის ასარჩევი USA2GEORGIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის ფორმაშიც დაემატა.
ეს სიახლე მათთვისაც არის სასარგებლო, ვინც ზაფხულის ცხელ სეზონზე ქალაქგარეთ ისვენებს, რადგან მისამართის ცვლილებით ამანათის თბილისიდან გადაგზავნა მარტივად იქნება შესაძლებელი მაგ: ბათუმში.
ფასების და ზუსტი პირობების შესახებ ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში ჩვენს ბლოგზე.

Saturday, July 10, 2010
ახალი ფუნქცია პარამეტრების განყოფილებაში
გვინდა გაცნობოთ, რომ ამანათების მართვის პანელში დაემატა ახალი ფუნქცია "მოვაკითხავ ოფისში". ამიერიდან მონიშვნის შედეგად, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მიუთითოთ გსურთ თუ არა ამანათის გატანა ოფისიდან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად, აქამდე საჭირო იყო მისამართის წაშლა და მის ნაცვლად "ოფისიდან გავიტან" სიტყვების ჩაწერა.
ფუნქციის გამოყენება და დაფიქსირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, საკურიერო სერვისის დაწყებამდე 1 დღით ადრე.
ფუნქციის გამოყენება და დაფიქსირება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, საკურიერო სერვისის დაწყებამდე 1 დღით ადრე.
Sunday, July 4, 2010
გადაფუთვის სერვისის განმარტება
გვინდა უფრო დეტალურად ავხსნათ თუ რა შემთხვევაში მოქმედებს გადაფუთვის სერვისი:
- ყუთით შემოსული ტანსაცმელი გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.
- ფეხსაცმლის ყუთებს ვიღებთ საფოსტო ყუთიდან და ვგზავნით მისი ორიგინალი შეფუთვით. ტრანსპორტირების ღირებულება იანგარიშება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით.
- კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია, ფეხსაცმელი+საათი და ა.შ. წონა იანგარიშება მოცულობითი და რეალური წონის გათვალისწინებით.
- ტექნიკა და სხვა მსხვრევადი პროდუქცია არ ექვემდებარება გადაფუთვას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე.
ზემოთ აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ დაუყოვნებლივ. გადასაფუთი ამანათის წონის და თანხის კორექცია ადგილზე მოხდება.
Thursday, July 1, 2010
რეგულარული რეისები განახლდა
თურქიშიდან კოინის ავიახაზებში დაბრუნების შემდეგ რეგულარული რეისები განახლდა. დაგვიანებები მოსალოდნელი აღარ არის. ფორსმაჟორული სიტუაციების აღმოსაფხვრელად ამჟამად ამერიკასა და ევროპაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავია კომპანიებთან ალტერნატიული რეისების დანიშვნის შესახებ, რადგან დღესდღებით სათანადო ზომის სხვა სატვირთო თვითფრინავები არ დაფრინავენ საქართველოში. ჯერჯერობით კვირაში 2 რეისი და 1 კვირიანი ტრანსპორტირების ვადა ძალაში რჩება.
Wednesday, June 9, 2010
გადალაგების სერვისი
გვინდა ავღნიშნოთ, რომ ყუთებიდან ტანსაცმლის პარკებში გადატანის სერვისი რომელიც რამოდენიმე კვირის წინ დავიწყეთ, წარმატებით დაინერგა. შეგახსენებთ, რომ ამგვარად მიღებული ამანათი იწონება და ითვლება მხოლოდ რეალური წონით.
მიღებისას ასეთი ამანათების ცნობა მარტივად შეგიძლიათ, ძირითადად ისინი სპეციალური პარკებით ჩამოდის, სკოჩით კი მუყაოს თრექინგ კოდი აქვს დაკრული იდენტიფიკაციისთვის.
ფეხსაცმელები ჩამოდის მხოლოდ ფეხსაცმლის ყუთებით და ითვლება მოცულობითი წონით, ხოლო კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები ჩამოვა მაქსიმალურად შემცირებული საფოსტო ყუთით.

Subscribe to:
Posts (Atom)